ჩვენი სერვისები
ყველაფერი კომფორტული გასვენებისთვის

შინ მომზადებული საუზმე
დილა აქუცაში იწყება სახლის სამზარეულოს სურნელით. ჩვენი საუზმე მზადდება ადგილობრივი, ხშირად საკუთარი მოყვანილი პროდუქტებით — ახალი პური, სახლის ყველი, კვერცხი, თაფლი, სეზონური ხილი და ბოსტნეული. ეს არ არის უბრალოდ საუზმე — ეს არის გემოთი სავსე გამოცდილება.

ადგილობრივი ტურები
აღმოაჩინეთ აჭარის ფარული სიმდიდრე ჩვენი გამოცდილი გიდების თანხლებით. გთავაზობთ ექსკურსიებს მახუნცეთის ჩანჩქერზე, გოდერძის უღელტეხილზე, ისტორიულ ციხე-სიმაგრეებზე, ღვინის ქარხნებში და მრავალ სხვა ადგილას. ყოველი ტური მორგებულია თქვენს ინტერესებსა და სურვილებზე.
ტრანსფერი და გადაყვანა
გთავაზობთ კომფორტულ და უსაფრთხო ტრანსფერის სერვისს. ჩვენი გამოცდილი, ლიცენზირებული მძღოლები მოგიყვანენ, გაგატარებენ და გახელმძღვანელებენ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. ავტომობილებს ჩატარებული აქვთ ტექნიკური დათვალიერება და სრულად დაზღვეულია. ფასი განისაზღვრება მარშრუტისა და ლოკაციის მიხედვით — დაგვიკავშირდით ინდივიდუალური შეთავაზებისთვის.
ფასი შეთანხმებით
- ✓ლიცენზირებული მძღოლი
- ✓ტექ. დათვალიერება გავლილი
- ✓სრულად დაზღვეული
- ✓7 და 8 ადგილიანი მანქანები
- ✓ინდივიდუალური მარშრუტი
- ✓ბათუმის აეროპორტი
- ✓24/7 დაჯავშნა Telegram/WhatsApp-ით

მიცუბიში დელიკა
7 მგზავრი
4×4 მთის მანქანა — იდეალური გზის გარეთ და მთის მარშრუტებისთვის

მერსედეს სპრინტერი
8 მგზავრი
კომფორტული მინივენი — იდეალური აეროპორტის ტრანსფერისა და ქალაქის გამგზავრებებისთვის

პიკნიკისა და ღონისძიებების სივრცე
ეძებთ იდეალურ ადგილს შეხვედრებისთვის? ჩვენი ფართო გარეთა სივრცე თქვენს განკარგულებაშია. აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტი: მოიტანეთ მზა კერძები, ან გამოიყენეთ ჩვენი ინვენტარი და მოამზადეთ საჭმელი ადგილზევე!
- ✓ტევადობა: 60-მდე ადამიანი
- ✓აღჭურვილობა: სრულად უზრუნველყოფილი (ლანგრები და დანა-ჩანგალი ადგილზეა)
- ✓კვების ფორმატი: მზა კერძების მოტანა ან ადგილზე მომზადება
ღირებულება: 5 ლარი / ადამიანზე





მასტერკლასები
ხელშესახები გამოცდილებები ადგილობრივ ტრადიციებთან



🍯 მეფუტკრეობის მასტერკლასი
ეწვიეთ ნამდვილ სკას და გაეცანით ბუნებრივი თაფლის წარმოებას.
20 ლარი / ადამიანზე



🍽️ კულინარიული მასტერკლასი
მოამზადეთ ტრადიციული აჭარული კერძები ადგილზე, ადგილობრივი პროდუქტებით.
30 ლარი / ადამიანზე
ადგილობრივი პროდუქტები
წაიღეთ აქუცის გემო სახლში



🍯 ბუნებრივი თაფლი
30 ლარი
🍷 ღვინო
15 ლარი
🥃 არაყი
12 ლარი (500მლ)
🍎 ხილი
5 ლარი